“ერთპარტიული პარლამენტი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ხარაკირი. იმიტომ რომ ერთპარტიული პარლამენტი შეიძლება არ წარმოადგენდეს პრობლემას ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ ეს წარმოადგენს პრობლემას საქართველოში, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე რაც გველოდება გაზაფხულზე – პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და სხვა. ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის ადგილზე ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები.”
ბაჩუკი ქარდავა – როვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე
ამის შესახებ ქარდავამ პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.
შეგახსენებთ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, დღეს, 11 დეკემბერს, გაიმართება. პარალელურად, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმს ხელს არ აწერს ოპოზიციის ნაწილი.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი საპარლამენტო არჩევნების სედეგებს არ აღიარებენ და ვიდრე “ქართული ოცნება” ვადამდელი არჩევნებს არ დანიშნავს, მანდატებზე უარს ამბობენ.
ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა პალეტის ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება. მხარეებს შორის რამდენი რაუნდიანი მოლაპარალებების შემდეგ, შეთანხმება ვერ შედგა.,