CNN-ი საერთაშორისო ვაქცინის ზედამხედველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მსოფლიოს მდიდარმა ქვეყნებმა უკვე შეიძინეს კოვიდ 19-ის ვაქცინის იმდენი დოზა, რაც საკმარისია მოსახლეობის 3-ჯერ აცრისა და იმუნიზაციისთვის.
მათივე ინფორმაციით, განვითარებადი ქვეყნები კი ამ დრომდე ჩართულნი არიან გლობალურ რბოლაში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ.
მდიდარი სახელმწიფოები, სადაც მოსახლეობის 14%-ზე მეტი ცხოვრობს, უკვე მომარაგებულია არსებულ ვაქცინათა ნახევარზე მეტით.