„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალ დაწერენ განცხადებას და ჩახსნიან სიებს.
მისივე თქმით, ისინი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აგრძელებენ ბოიკოტს.
„სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და მარცხი ქართული დემოკრატიის. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.