მმართველ გუნდში საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” წერს.
არსებული ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინშნოს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს კი, დავით სონღულაშვილს ჩააბარებენ.
ამასთან, სავარაუდოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე დავით სერგეენკოსა და გია ვოლსკი იქნებიან.
რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში ძველი თავმჯდომარე რჩება. წინასწარი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კვლავ მიხეილ ყაველაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს – დიმიტრი ხუნდაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს – ბექა ოდიშარია, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებენ.
პარლამენტმა თანამდებობის პირები პირველივე სხდომაზე უნდა აირჩიოს.