ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოდის, აქამდე რასაც ვაკეთებდით, ფარსი და ტყუილი იყო ეს ყველაფერი”- ლევან იოსელიანი მოლაპარაკებებზე

პარტია “მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ამის მიუხედავად, შეთანხმებას ზოგერთი პარტიის მხრიდან ხელი არ მოეწერება, მთელი ეს პროცესი ფარსი გამოდის.

როგორც იოსელიანმა “დღის ამბებში” განაცხადა, თუ შეთანხმება არ შედგა და მმართველმა გუდმა პირობები არ შეასრულა, ბოიკოტი ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდება.

“თუ არ გვინდა ეს მოლაპარაკებები, ვთქვათ გულწრფელად, რომ მთელი ეს პერიოდი რასაც ვაკეთებდით, იყო ტყუილი. ეს ყველაფერი ფარსი გამოდის. მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში ეყოფათ საღი აზრი. მოლაპარაკებიდან თუ ვერაფერს გამოვიტანთ, ეს პროფესი, ბოიკოტი ავტომატურად წავა და არ უნდა ამას გაფორმება და ხიდიდან გადახტომა. თუ მოლაპარაკება ხდება, ეს არის საბოტაჟი უკვე, როცა ხელს არ აწერენ.

გამოდის, აქამდე რასაც ვაკეთებდით, ფარსი იყო ეს ყველაფერი. ეს შეთანხმება თუ არ გადავარჩინეთ, პერსპექტივა არის არაფერი. გაზაფხულზე მშიერი ხალხი, რომელიც უნდა გამოვიდეს და მოაწყოს რევოლუცია. ოპოზიციის ნაწილს უნდა, რომ ამას დაელოდოს,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმების შემთხვევაში ისპარლამენტში შევა. მან  ასევე, განაცხადა, რომ საბოტაჟით არიან დაკავებულები “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებიც პროცესის ჩაშლას ცდილობენ.

 

იტვირთბა....