თავდაცვის მინისტრი ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
“ჩვენ ვამბობთ, ვესაუბროთ რუსეთს, ვეცადოთ, რომ ამ საუბრებიდან რაც შეიძლება მეტი შედეგი მივიღოთ, მაგრამ ამავდროულად დავუმტკიცოთ რუსეთს, რომ შენ გაქვს შენი საკუთარი დღის წესრიგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებითაც რუსეთი ასე შეპყრობილია,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„გააფართოვე თავისუფალი მსოფლიოს საზღვრები! „არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვისა და ვაშინგტონის „შეჯიბრში“, ვაშინგტონის მხარეს სურთ ყოფნა – ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის… დადექით მათ გვერდით და ეს იქნება პასუხი, ეს იქნება თანასწორობის საფუძველი ამ თანამშრომლობის გზაზე. სწორედ, ეს იქნება ყველაზე ნათელი გზავნილი რუსეთისთვის, რომ არავის ეშინია მათი, რომ რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი არ არის დასავლეთის სასოწარკვეთილების გამოხატულება და ეს არის ყველას ინტერესი… თუ ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში, მაშინ რუსეთი ნათლად დაინახავს, რასთან აქვს საქმე და რომ არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი… ამ გზაზე არსებობს დიდი თავისუფალი სივრცე და შესაძლებლობები, როგორც ნატოსთვის ისე, ევროკავშირისთვის!“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
“როცა თქვენ ამბობთ – „რუსეთის პროვიცირება“, ეს არის ის, რაც ქართველებს არასდროს უნდა უთხრათ! იცოდეთ, ეს თქვენთვის დისკუსიის დასასრული იქნება… ყველა საუბრობს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე, რომ იგი 7 აგვისტოს დილით დაიწყო, მაგრამ ეს ომი დიდი ხნით ადრეა დაწყებული.
1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლების შესახებ განაცხადა და უარი თქვა მოსკოვის გავლენაზე ეს გახდა ომის დაწყების საფუძველი“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„მაგალითისთვის, ნატო-ს არსებობა უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთის პროვოცირებისთვის. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, რომელიც უარს ამბობს, რუსეთთან თანაცხოვრებაზე, რომელიც ამბობს, რომ მე გავაკეთე განსხვავებული არჩევანი – ეს უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთისთვის, რათა გააკეთოს ის, რასაც საქართველოში დღესაც აკეთებს.
თინათინ ხიდაშელს საუბარი თურქეთში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დროს გავრცელებულ იმ ფოტო-მასალაზეც მოუწია, სადაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები პირისპირ საუბრობენ.