ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ელისაშვილს თუ აქვს მოლაპარაკებების სურვილი ივანიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან, მოილაპარაკოს”- ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ ალეკო ელისაშვილს აქვს ივანიშვილთან მოლაპარაკების სურვილი, მან უნდა უთხრას საზოგადოებას, თუ რის გამო განიხილავს პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკერიამ ელისაშვილის ბოლო დღეების განცხადებას სისულელე და ბოდვა უწოდა.

“რაც შეეხება ბატონ ელისაშვილს, თუ აქვს მოლაპარაკებების სურვილი ივანიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან, მოილაპარაკოს, უთხრას საზოგადოებას რა არის ეს, რის გამოც განიხილავს ლეგიტიმაციის მიცემას ამ პარლამენტისთვის, ეს არის საკითხავი და არა ის სისულელე, ბოდვა და ტყუილები, რასაც ვისმენთ ეს დღეებია“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის, ხოლო ხოლო თუ 1%-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებ

იტვირთბა....