ქალს სცემეს “ქალისთვის შეუფერებელი საქციელის და უზრდელობის” გამო და შსს ვერ ხედავს გენდერულ ნიშანს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახმეტის პოლიციაში ძალადობის მსხვრპლი გოგო დახმარებას უშედეგოდ ითხოვს.
“ახმეტის პოლიციაში ერთი მსხვერპლი სახლიდან გამოქცეული გოგო რამდენიმე დღეა ითხოვს თავშესაფარს. ვერ ამოწერეს ორდერი მის მოძალადე ბიძაშვილზე. დღესაც 4 საათიდან პოლიციაში ზის უშედეგოდ. მოვითხოვეთ გამომძიებელთან დალაპარაკება ადვოკატებმა – გვემალება. დავრეკეთ ად. უფლ. დეპარტამენტში 1 საათის წინ – არაფერი. დავარეკინეთ მსხვერპლს გენერალურ ინსპექციაში – არაფერი. უკვე გული უწუხს ადამიანს. ქალს სცემეს “ქალისთვის შეუფერებელი საქციელის და უზრდელობის” გამო და შსს ვერ ხედავს გენდერულ ნიშანს.
რა არის ეს????
რა დისკრიმინაციული და არაადამიანური მოპყრობაა პოლიციის მხრიდან??? გგონიათ, ამას შეგარჩენთ???” – მიმართავს ბაია პატარაია შინაგან საქმეთა სამინისტროს.