ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბრალდებულმა სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა და შიმშილობა დაიწყო

ცივი იარაღის ტარებისთვის დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცივი იარაღის ტარებისათვის ბრალდებული შოთა ქემოკლიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შოთა ქემოკლიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცივი იარაღის ტარებისთვის 238-ე პრიმა მუხლით გუშინ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დაკითხვის შემდეგ მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა. შსს-ში აცხადებენ, რომ შოთა ქემოკლიძემ თვითონ დაიშავა თავი – სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქემოკლიძემ იზოლატორში განაცხადა, რომ მას პირის ღრუში ე.წ. “ბრიტვის” ნატეხი ჰქონდა დამალული, რომელიც მოგვიანებით გადაყლაპა. შსს-ს ამ ცნობას ქემოკლიძის  ოჯახის წევრები და ნათესავები არ ენდობიან. ბრალდებულმა სამედიცინო დახმარების გაწევაზე კატეგორიული უარი განაცხადა და შიმშილობა დაიწყო.

ქემოკლიძის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის თმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წყლისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობს:

„შოთა აცხადებს, რომ არ მიიღებს საკვებსა და წყალს. ამბობს, რომ არის უდანაშაულო და ის, რაც მოხდა, არის წინასწარ დაგეგმილი”, – განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....