ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამართული მექანიზმი, რომ ივანიშვილის დავალებით, კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე “- ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის ინიციატივაზე, რომ პარლამენტში არჩევნების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, აბსურდულს უწოდებს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთადერთი გადათვლის მექანიზმი არის ახალი ნორმალური არჩევნების, ან პლებისციტის ჩატარება.

„გამართული მექანიზმი, რომ კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი.

ერთადერთი გადათვლის მექანიზმი არის ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პლებისციტის ჩატარება, ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები, სხვა გადათვლის მექანიზმი არ არსებობს.

როდესაც იყო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, როცა იყო საჩივრები, მაშინ უტიფრად, კანონის დარღვევით, ივანიშვილის რეჟიმმა არ განიხილა არაფერი, ისეთ შემთხვევებშიც კი, სადაც გადაღებული იყო ჩაყრა, იქაც კი უტიფრად უთხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიაო,”- აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის, ხოლო ხოლო თუ 1%-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.

იტვირთბა....