უკვე 30 წელი გავიდა, მაგრამ აფხაზეთს, ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არაფერი ეშველა. ისევ ისევ დანგრეული და გაჩაჩანაკებულია. ასე იწყებს თავის სტატიას რუსი პოლიტიკოსი იგორ დრანდინი აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ.
“20 წელი გავიდა მას შემდეგ რარ ბოლოს ვიყავი აფხაზეთში და იქ არაფერი შეცვლილა, მეტიც უფრო გაუარესებულია სიტუაცია. მაგალითად პიცუნდაში, საერთოდ არაფერი გაკეთებულა, არც ერთი შენობა არც ერთი მეტრი გზა… აქ ყველაფერი იგივეა და გაუარესებული…” – წერს დრანდინი.
დრანდინი აღწერს, რომ აფხაზეთი დღეს უღარიბესია. მისი თქმით, ვინც კი მოახერხა გაქცევა ან რუსეთში, ან თბილისისკენ შვება იგრძნო, მაგრამ დანარჩენები სავალალო მდგომარეობაში არიან.
“რუსეთიდან აფხაზეთის საზღვრის გადალახვის შემდეგ ცივილიზაცია მთავრდება. 20 წლის წინ აფხაზები მიყვებოდნენ, ასეთი მდგომარეობა იმით აიხსნებოდა, რომ ომი ახალი დასრულებული იყო. ახლაც იგივეს მიყვებიან…” – ამბობს რუსი პოლიტიკოსი.
დრანდინი წერს, რომ აფხაზური ბიუჯეტის 70 პროცენტი რუსეთის მიერაა დაკრედიტირებული, თუმცა, რუსეთის მოქალაქეები სანაცვლოდ, უკან არაფერს იღებენ. მისი თქმით, აფხაზეთში ჩამოდის მოლდოვური ღვინო და ეტიკეტზე აწერია, რომ ღვინო აფხაზურია. არადა, ადგილობრივი ღვინო, ძმარია.
“ასე იქნება მანამდე, სანამ აფხაზეთი არ დაუბრუნდება საქართველოს იურისდიქციას. რუსეთს აფხაზეთის ასეთი მდგომარეომა აშკარად აწყობს. კრემლს სჭირდება აფხაზეთი როგორც ბუფერული ზონა სოჭსა და დანარჩენ საქართველოს შორის, რომელიც ნატოს დღითიდღე უახლოვდება. ბუფერული ზონა კი ზუსტად ასეთი უნდა იყოს – ღარიბი, გაჩაჩანაკებული და დაკრედიტირებული, სხვის ხელებს შეჩერებული. ბათუმი და ანაკლია დღეს კანფეტია. ქართველებმა მოახერხეს და ააყვავეს ბათუმი და ანაკლია. ეს ისეთი ადგილები იყო ადრე, სადაც ძროხები ძოვდნენ, მაგრამ დღეს უნიკლაური კურორტებია. ქართველები ასიამაყით იღებენ აფხაზებს საავადმყოფოებში და ეხმარებიან მათ გამოჯანმრთელებაში. რუსეთი კი ჩუმადაა, აფხაზეთი კიდევ უფრო ინგრევა და ეს აწყობს კრემლს” – ასეთი განწყობა იყო სოციალურ ქსელში რუსი პოლიტიკოსის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. სხვათაშორის ასეთი განწყობა არაა მხოლოდ საქართველოში, ასე ფიქრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.