ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ბიძინა ივანიშვილს მარტო ციხე ემუქრება თუ მოქალაქეობის ჩამორთმევაც…”

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი ტიპის დანაშაული 5 წლამდე პატიმრობით ისჯება

“ოღონდ ეს ვერ გავიგე – თუ ამას დაუმტკიცეს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა თაღლითურად აქვს მოპოვებული, მარტო ციხე ემუქრება თუ მოქალაქეობის ჩამორთმევაც? ღმერთმანი, ორივე ალალია” – ასეთ განცხადებას ავრცელებს თავის უოლზე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე “რუსთავი 2”-ის იურისტი ზაზა ბიბილაშვილი.

გუშინ გავიდა ეკა კვესიტაძის მორიგი გადაცემა “განსხვავებული აქცენტები”, სადაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ორმაგი ქორწინების შესახებ იყო საუბარი. რესპონდენტი, რომელმაც ძირფესვიანად შეისწავლა აღნიშნული საქმე, აცხადებს, რომ საფრანგეთის პროკურატურამ უკვე დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა და არ არის გამორიცხული ივანიშვილი დაკითხვაზე დაიბარონ.

გადაცემაში, რესპონდენტი ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა ივანიშვილი ეკა ხვედელიძეზე დაქორწინდა, მას უკვე ჰყავდა ოფიციალური ცოლი გვარად ივანოვა. მისი თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდეს საბუთების გაყალბებასთან, რადგან როგორც ივანოვა ამტკიცებს, მას განქორწინების დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი. რესპონდენტი აცხადებს, რომ განქორწინების დოკუმენტზე სხვა ქალს აქვს ხელი მოწერილი.

რესპონდენტის განცხადებით, ივანიშვილს შესაძლოა ივანოვასთან დაქორწინება საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების გასამარტივებლად სჭირდებოდა.

გადაცემაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ საქმის გახმაურების შემდეგ, ივანოვას დაუკავშირდნენ და შეხვედრა თხოვეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ამის პირდაპირი ინტერესი ჰქონდეს თავად ივანიშვილს, რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული საფრთხე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი ტიპის დანაშაული 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

იტვირთბა....