ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

მოლაპარალების გადადების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს იყო დაანონსებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გუშინ თავად ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა პალეტის ერთ-ერთი პუნქტი  რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება.

4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მეხუთე რაუნდი ფასილიტატორების ჩართულობით სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

იტვირთბა....