ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები ჯანდაცვა

“ძალიან მძიმედაა, ვერსად მიჰყავთ”- კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ადგილობრივი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახის ახლობელი “მეტრონომს” დაუკავშირდა და ინფორმაცია მოგვაწოდა.

როგორც ოჯახის ახლობელმა განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებულია 66 წლის ქალი, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა კლინიკებში ადგილების არქონის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მის გადაყვანას ვერ ახერხებს.

მისივე თქმით, ქალს აღენიშნება თანმხლები დაავადება – შაქარიანი დიაბეტი და ასევე, დიალეზზეა.

“ძალიან მძიმედაა, ვერსად მიჰყავთ, სასწრაფო დახმარება ადგილზეა და არ იციან სად წაიყვანონ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, კორონავირუსითაა ინფიცრებული, თან დიალეზზეა, ასევე აქვს შაქრიანი დიაბეტი,”- აცხადებს ოიახის ახლობელი.

ოჯახმა დახმარების თხოვნით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა მათ პაციენტის მიღება ვერ შეძლეს.

“მეტრონომი” დეტალებს არკვევს და ოჯახის დახმარებს ცდილობს.

 

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

 

 

იტვირთბა....