„ეს არის ივანიშვილის ბოლო ჟამი, პანიკის, უკიდურესი სისუსტის, უკიდურეს სიმხდალის, ისტერიკის გამოხატულება, ბევრ ქვეყანაში მინახავს, დიქტატორების როცა ემხობიან, ასეთ რამეების აკეთებენ“.
მიხეილ სააკაშვილი, ექს-პრეზიდენტი
TV პირველის ეთერში ის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა:
„ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს“, – თქვა კობახიძემ.