„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 11 დეკემბერს, ახალი პარლამენტის შეკრებისას, სრულიად ოპოზიციური სპექტრი სამართლებრივი და პოლიტიკურ აქტს შეადგენს.
მისი განმარტებით, აქტზე ხელმოწერით დეპუტატებ განაცხადებენ, რომ არ შედიან პარლამენტში და უარს აცხადებენ დეპუტატის სტატუსზე.
“ვიმსჯელეთ დღეს არსებულ ვითარებაზე. ცხადია, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის ფაქტი, რომ 11 დეკემბერს, მაშინ როდესაც ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ყველა, შეიკრიბება და გაკეთდება კიდევ ერთხელ საჯაროდ არამხოლოდ განცხადება, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი. ეს იქნება ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს არიან არჩეულები, აცხადებენ რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და უარს აცხადებენ დეპუტატის სტატუსზე. ამასთან პარტიის თავმჯდომარეები ჩახსნიან სიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურება, თუმცა, საქართველომ მიიღო ის, რაც არ დაუმსახურებია. იმიტომ რომ ჩვენ, მთელი საქართველო იმისთვის არ ვიბრძოდით რომ, დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, მიგვეღო ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ კობახიძის პირით სრულიად ოპოზიციას და მედიას გამოგვიცხადეს ომი. რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველო 21-ე საუკუნეში არ მოითმენს ერთპარიტულ პარტლამენტს და ეს პროცესი, ძალიან მალე, 2021 წელს დამთავრდება ხელახალი ვადამდელი არჩევნებით და დამთავრდება საქართველს გამარჯვებით, რაც ნიშნავს დღევანდელი ოლიგარქიული და ერთმმართველური ხელისუფლების დასრულებას საქართველოში. კამათი იმასთან დაკავშირებით რომ არჩენები გაყალბდა და ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არ არის. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო , რომ ელისაშვილი გონს მოეგება და არ გადადგმას იმ ნაბიჯს, რომელზეც დღეს ისაუბრა. თუ რომელიმე კოლეგას ნერვები უმტყუნებს და გაიყიდება, მერე ვისაუბრობთ. ახლა არა. და კიდევ ერთი, უკვე მესამედ ოპოზიციურ და სამთავრობო მოლაპარაკებებს მედიატორების მეშვეობით, სილა გააწნა “ქართულმა ოცნებამ”. პირველად როცა ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა, მეორედ მეორე ტურებთან დაკავშირებით და მესამედ ახლა, როცა მოლაპარაკების წინ პრაქტიკულად ომი გამოგვიცხადა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.