ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრაქტიკულად დადასტურდა, ელჩებიც იმიტომ იბარებდნენ პარტიებს ცალ-ცალკე, რომ მათზე პირდაპირი ზემოქმედება ხდებოდა”- დავით ჭიჭინაძე

[არტია “ტრიბუნას” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიებიდან ვინმე პარლამენტში შევა, ეს ნიშნავს, რომ ის შედის “ქართულ ოცნებაში. ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ “მეტრონომს” განუცხადა.

ჭიჭინაძის შეფასებით, სასაცილო და არადამაჯერებელია, როდესაც ოპოზიციონერები თავისი პატარა ინტერესების გამართლებას ვითომ გლობალური მიზეზებით ცდილობენ.

მისივე თქმით, დადასტურდა ისიც, რომ ელჩებიც იმიტომ იბარებდნენ პარტიებს ცალ-ცალკე, რომ მათზე პირდაპირი ზემოქმედება ხდებოდა

„ქართული ოცნების“  გარდა ვინც  11 დეკემბერს პარლამენტში შევა,  ყველა პირდაპირ პარტია „ქართულ ოცნებაში“ შედის. და უკვე პირდაპირ  გაფორმდება მათი გაერთიანება, ვინც ფორმალურად და არაფორმალურად ემსახურებოდა „ოცნების“ და ივანიშვილის ინტერესებს.

ასე რომ, ძალიან სასაცილო და არადამაჯერებელია, როდესაც თავისი პატარა ინტერესების გამართლებას ვითომ გლობალური მიზეზებით ცდილობენ…

გულდასაწყვეტია, როდესაც პოზიციონირებენ ხალხის ინტერესების დამცველად და მერე უცებ იმაზე იწყებენ საუბარს, რაც ხალხს საერთოდ არ აინტერესებს. რადგან ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნა, ვის რაში აინტერესებს საარჩევნო კოდექსი?! ან საერთოდ რა „ჩაწიკწიკებებზეა“ საუბარი, როდესაც ხელისუფლების და ძალაუფლების მიტაცება ხდება?!

ამიტომ ვიყავი ყოველთვის წინააღმდეგი ელჩებთან  ამ ე.წ. გასაიდუმლოებული და ხალხისთვის დახურული შეხვედრების. რადგან საარჩევნო კოდექსებზე საუბარს არც ცალკე დაბარება სჭირდება და არც გასაიდუმლოება.

პრაქტიკულად დადასტურდა ისიც, რომ ელჩებიც იმიტომ იბარებდნენ პარტიებს ცალ-ცალკე, რომ მათზე პირდაპირი ზემოქმედება ხდებოდა და განსაკუთრებით პატარა პარტიებზე.

შედეგად კი, ვიღებთ პარლამენტს, სადაც არცერთი გლობალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი, არცერთი ეკონომისტი არ იქნება, სამაგიეროდ იქნებიან ფულით დაქირავებული მოხელეები.

და სად არის აქ ხალხის ინტერეს?!,- აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში დაწყებულია დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე. არსებული ინფორმაციით,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

 

 

იტვირთბა....