“ვფიქრობ, წმინდა პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, კობახიძემ თავისი დღევანდელი მუქარანარევი განცხადებებით ოპოზიციას შეუქმნა საფუძველი, ჩაშალონ ხვალინდელი შეხვედრა და ამით ინიციატივა წაართვან ხელისუფლებას.”
გია ხუხაშვილი – ანალირიკოსი
ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამეხმაურა.
ცნობისთვის, “ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს, ხოლო, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები.