“დღეს, 9:30ზე, მთავარი არხის ეთერში, პირისპირ ინტერვიუ Alexandre Elisashvili-თან.
მოგიწოდებთ, ნუ განვსჯით და განვიხილავთ, ვიდრე არ მოვისმენთ და დეტალებს არ გავიგებთ. და მოვისმენთ და გავიგებთ ჩემთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. არ გამოტოვოთ.”
ნიკა გვარამა – “მთვაარი არხის” გენერალური დირექტორი
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან. ელისაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციური ლიდერებიდან კრიტიკა მოჰყვა.