როგორც გერმანული პრესა იუწყება, ბავარიაში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გოგელიანი. სპეცოპერაცია გერმანელმა სამართალდამცველებმა, კერძოდ ბავარიის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
წყაროს ინფორმაციით, გოგელიანი გერმანიაში მეუღლესთან (რომელიც უკრაინის მოქალაქეა) და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგელიანი პერსონა ნონ-გრანტად გამოცხადდა და საკუთარი ნებით, 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.