“თუ ეს ერთიანობა დაირღვა სხვადასხვა მიზეზით, ხელისუფლებას ძალიან მარტივი ბერკეტი აქვს – შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები – გარეთ “მოგუდოს”. ასე რომ აქტივს გაფრთხილება სჭირდებათ, თუ უნდათ, რომ რეალური შედეგი მიიღონ, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე პოლიტიკური ინტერესებისთვის. მიზეზის ნახვა, მაგალითად, უგულავას რაღაც არ მომწონს და ამიტომ შევდივარ, პირდაპირ გეტყვით – ეს ძალიან სუსტი არგუმენტია და არ „იჭმევა”.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა,რიტიც სადაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა.
ცნობისთვის, როგორც “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.