ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო – როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მიერ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო. ამ დროისთვის ერთჯერადი კომპენსაცია14 302 პირმა მიიღო.

ელექტრონული განაცხადების წარდგენა გაგრზელდება 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ცნობილია ინსტუქცია, როგორ უნდა მიიღონ დახმარება იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებსაც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო საქმიანობა შეუჩერდათ.

რეგისტრაციისთვის საჭირო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან – https://eservices.rs.ge

შემოსავალების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

 

იტვირთბა....