“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშარია ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, “ევროპული საქართველო” საბოტაჟითა და მოლაპარაკებების ჩაშლითაა დაკავებული.
როგორც ხოშტარია “დღის ამბებში” აცხადებს, ალეკო ელისაშვილმა რიტორიკა შეიცვალა და სხვა ტონით დაიწყო საუბარი.
“სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსი თავად ხეტს სიტყვას, ატყუებს მოსახლეობას, ცდილობს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, ახლა ცდილობს დისკუსია ტყუილი მიმართულებით შეიყვანოს, ბევრის თქმას არ ვაპრებ, მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველ რიგში, როდესაც ის საუბრობდა, რომ ვიღაცას ვიღაცა მძევლად ჰყავს აყვანილი, ეს არის ყველა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის შეურაცხყოფა. არაკეთილსინდისიერაბასაც ზღვარი ხომ გააჩნია. ნაცვლად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილმა აიკაპიწოს ხელები და რომელიც ყვიროვა, რომ შევასკდები, შევეწირება ამ გაყალბებულ არჩევნებს მე არ შევეგუები, ახლა გამოდის და ამბობს, რომ ოპოზიციაში ყველა ყოფილა ვიღაცის მონა.
მერე იმას ვიტყვი რომ ევროპული საქართველო აქტიურად არიან, რომ მივაღწიონ შეთანხმებას. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რის შეთახმება. ეს არის მორალური ნამუსის მიყიდვა, სხვა ახსნა არ არსებობს, რის სანაცვლოდ აკეთებს ამას,”- აცხადებს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საბოტაჟით არიან დაკავებულები “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებიც პროცესის ჩაშლას ცდილობენ. ამასთან, როგორც ელისაშვილმა თქვამ, “ერთმა კაცმა, გიგა ბოკერიამ მძევლად აიყვანა მთელი “ნაციონალური მოძრაობა”.