ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უწყვეტი პროტესტის 66-ე დღე – თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება

უწყვეტი პროტესტის 66-ე დღეს თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება:

1 თებერვალს თბილისში 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაგეგმილია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და საქართველოს პარლამენტთან.

ახალციხეში, 18:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „- არა რუსულ რეჟიმს!“ გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში, 15:00 საათზე, ერას მოედანზე, ველომსვლელობა „თავისუფლებისთვის და ახალი არჩევნებისთვის!“;

18:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო სვლა რეგიონებში: მანიფესტი – 9:00 – გასვლა ახალი თეატრიდან; 19:00 – სამშობლოს სამსახურში! – საკონსტიტუციო სასამართლოსთან;

ზუგდიდში, 16:00 საათზე პრეზენტაცია: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ (Megobar);

ხოლო 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია სახელწოდებით – „ბრძოლა გამარჯვებამდე“;

თელავში, 18:00 საათზე მერიის წინ – „უწყვეტი პროტესტი თელავში“;

ქუთაისში, მერიის წინ 19:00 საათზე, აქცია – „კი ევროპას, არა რუსეთს!“.

იტვირთბა....