aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ელჩებმა უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო”- დევიდ კრამერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებით, ელჩებმა უნდა აღიარონ, რომ საქართველოსი საპარლამენტო არჩევნები პრობლემური იყო. ამის შესახებ დევიდ კრამერმა “ინტერპრესნიუსთან”  საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

კრამერი ეხმიანება ელჩების განცხადებას, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა და განმარტავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ცუდი არჩევნები.

„ელჩები ცდილობენ და ჩემი აზრით, მათ უნდა აღიარონ, რომ არჩევნები პრობლემური იყო. ვიცი, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა. არსებითად, ისინი ამბობენ: “მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?” ჩვენ არ უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ცუდი არჩევნები, თუ ეს ის შეფასებაა, რაც ხალხს აქვს. საბოლოო ჯამში, ეს კრიზისი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე მოთამაშემ“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

როგორც დევიდ კრამერი აცხადებს, კრიზისის მოსაგვარებლად ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული სივრცეები.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკები ყოველდღიურად იმართება.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი  რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება. მხარეები მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროვებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს არ თმობენ.

იტვირთბა....