ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში საქართველოს  მოქალაქეები პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ რიზეში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავს. ტრაპიზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში დაადასტურა ეს ინფორმაცია.

„ოფიციალური შეტყობინება დაკავაბულთა და დეპორტირებულთა შესახებ არ შემოსულა, თუმცა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაცია, რომლებიც პროსტიტუციაში არიან ბრალდებული, უკვე განხორციელდა.“ – აცხადებს ბერიაშვილი.

თურქული სააგენტოების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები პოლიციამ სასტუმროებისა და ღამის კლუბების რეიდის დროს დააკავეს.

იტვირთბა....