ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი  63 წლის შოთა ბერიძეა.

ბერიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ტრამვატოლოგი იყო.

ბერიძე კლინიკაში 6 დეკემბერს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მდგომარეობა გართულდა. მანამდე იგი კოვიდსასტუმროში გადიოდა მკურნალობას.

ექიმი მისივე კლინიკაში მკურნალობდა. მას გულის თანმდები დაავადება ჰქონდა.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსს სულ 8 ექიმი ემსხვერპლა.

იტვირთბა....