ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელგიაში პოლიციამ ტერორიზმში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაჭრა

ბელგიის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდებისას 16 პირი დააკავა, თუმცა პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდელსამი ჯერ კიდევ თავისუფალია, აცხადებენ ქვეყნის ოფიციალური პირები.

კვირას ბრიუსელსა და შარლეროიში პოლიციის 22 რეიდი ჩატარდა. ბრიუსელის ერთ-ერთ უბანში, მოლენბეეკში პოლიციამ მანქანას გაუხსნა ცეცხლი და ტერორიზმში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაჭრა. მოგვიანებით ის დააკავეს. კვირის რეიდებისას ბელგიურ პოლიციას იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოუჩენია.

ბრიუსელში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა. ორშაბათს უნივერსიტეტები, სკოლები და მეტრო დაკეტილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ტერორისტული აქტების დროს 130 ადამიანი მოკლეს, 350 კი მძიმედ დაშავდა. ტერაქტების ორგანიზატორი, ბელგიის მოქალაქე აბდელჰამიდ აბაუდი პარიზის გარეუბანში, საპოლიციო რეიდის დროს მოკლეს.

იტვირთბა....