6 დეკემბრის საღამოს, აეროპორტის გზატკეცილზე, ორხევის ხიდის ქვეშ სწრაფად მომავალი “ნისანის” მარკის ავტომანქანა მოცურდა ჯერ ხეს და შემდეგ განათების ბიძს შეეჯახა. 22 წლის ანი გოგრიჭიანი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული მისი თანმხლები ორი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
“იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა. როგორც ჩანს, ანა სწრაფად მოდიოდა, კომენდანტის საათისთვის რომ მიესწრო. მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა… მანქანა მოუცურდა და ხეს შეეჯახა, განათების ბოძი გადმოვარდა და მის მანქანას ზედ დაეცა. როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანას საბურავი გაუსკდა, შედეგად საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ხეს შეეჯახა მძღოლის მხარეს. მანქანის გაჭრა მოუწიათ, გარდაცვლილი რომ ამოეყვანათ, საზარელი სანახაობა იყო…
ანა 22 წლის იყო, დრიფტი უყვარდა და ხშირად სრიალებდა. მართლაც რომ უსაყვარლესი გოგო იყო, თვალებბრიალა, სიცოცხლით სავსე, კეთილი, ყურადღებიანი. მის მშობლებს ერთი შვილი, ანას პატარა ძმა დარჩათ… ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის ანას უდროოდ დაკარგვა”, – განუცხადა “ამბებს” ანას ახლობელი.