ამერიკაში ქალაქ ნიუ ორლეანში სროლის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა პარკში შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. CNN-ის ცნობით, შემთხვევა Bunny Friend -ის პარკში მოხდა, სადაც ვიდეოკლიპის გადაღება მიმდინარეობდა და რომელსაც ასეულობით ადამიანი ესწრებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ორი ადამიანი გამოჩნდა და შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია 16 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.