ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა ფული ჩადო და ითხოვს იმ შედეგს, რის სანაცვლოდაც ფული გასცა. ამიტომ არის “გირჩში” განხეთქილება”

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორს, ელისო კილაძეს “გირჩთან” კითხვები აქვს. მისი თქმით, როდესაც პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყო, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ფინანსური დამხარება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

“რაც შეეხება “გირჩს,” როდესაც თქვენ ხელს კიდებთ ბიძინა ივანიშვილის ფულს და ამ ფულის სანაცვლოდ ქმნით პოლიტიკურ პარტიებს და მიდიხართ პოლიტიკურ პროცესში, ჩვენ ვიცით ვისი მეშვეობით მოდიხართ, (“გირჩზე” მაქვს ამ წუთას ლაპარაკი), ვინ იყო თქვენი შუამავალი უჩა მამაცაშვილთან ეს ყველაფერი ვიცით. უბრალოდ წინასაარჩევნოდ, ძალიან დიდი პოლიუტიკური ერთობის შენარჩუნების სანაცვლოდ, პირში წყალი ჩავიგუბეთ და წინასაარჩევნოდ გამოვაცხადეთ მორატორიუმიდა,  ვთქვით, რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით.

საუბარი მაქვს იმ დროზე, როდესაც “გირჩი” შეიქმნა და წამოვიდნენ, შემდეგ სხვაგან გადაბარგდნენ და სხვა ფინანსებს იღებენ, – ამიტომ არის ეს არეულობა. ჩემი წყაროს ინფორმაციით, კულბაშვილს მოთხოვეს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მოყვა თავის დროზე მათთვის ფულის გადახდას და “”ნაცმოძრაობიდან” ამ ჯგუფის გასვლას. ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესს უყურებს, როგორც ბიზნესმენი. იმ საქმეში, რაშიც მან ფული ჩადო, ითხოვს იმ შედეგს და იმ პირობების დაცვას, რის სანაცვლოდაც მან ფული გასცა. ამიტომ არის ეს განხეთქილება” – განაცხადა ელისო კილაძემ.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, საკანონდებლო ორგანოში ხელისუფლებასთან ერთად შეიძლება ვიხილოთ მოძრაობა „მოქალაქეებისთვის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, მისივე თანაპარტიელი ლევან იოსელიანი, რამდენიმე „გირჩელი“ – იაგო ხვიჩია, სანდრო რექვიაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი. ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

იტვირთბა....