ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1961–1976 წწ. თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, ვოკალური ანსამბლ „ჟურნალისტს“.

იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი; 1981–1990 წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი; გასტროლებზე იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.

იტვირთბა....