გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
სააგენტოს ცნობით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში კი ქარბუქი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“. – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.