საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დისკუსია, რომელსაც დიპლომატებიც ესწრებოდნენ, საინტერესო გამოვიდა.
მისივე თქმით, გარკვეული პროგრესს უკვე მიაღწიეს.
„საინტერესო დისკუსია გვქონდა, შევეხეთ ყველა პოლიტიკურ საკითხს. გარკვეულ საკითხებში პროგრესს მივაღწიეთ. დისკუსია დღესაც გაგრძელდება, რაც გვაჩვენებს, როგორ ვიმოქმედებთ სამომავლოდ. გავაგრძელებთ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად, რადგან საპარლამენტო სესიის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. მზად ვართ, მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მოალაპარაკების მე-3 რაუნდი გაიმართა.