ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,რადგან არავინ არ ხსნის ამ თემას, მე ავიღებ საკუთარ თავზე” – ჯანგირაშვილი განცხადებას ავრცელებს

,,რადგან არავინ არ ხსნის ამ თემას და უკვე ძალიან გაჭიანურდა კულუარული ვაჭრობა, მე ავიღებ საკუთარ თავზე” – ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი გამოეხმაურა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს:

“ცოტა გავხსნათ ფრჩხილები და დავთვალოთ: მოთხოვნათა დიდი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ანუ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე რომ შეთანხმება შედგეს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, უნდა შევიდეს იმდენი ოპოზიციონერი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები მოგროვდეს.

თუ ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” არ შევლენ პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებები უბრალოდ ვერ შედგება. ცხოვრებაში პირველად მიხარია, რომ ,,ნაციონალური მოძრობის” ხელშია მთავარი ბერკეტი. ყველამ ვიცით,რომ რამდენიმე წვრილი პარტია წვალობს – უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ვერ ბედავს, იცის, რაც დაერქმევა მათ შესვლას. უნდათ ვითომ დიადი მიზნისთვის შევიდნენ, ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის, ანუ კონსტიტუციის და კანონის შესაცვლელად. ისე, უბრალოდ შესვლას რაც დაერქმევა და რაც მოელით, კარგად იციან.

გამარჯობას რომ აღარ ეტყვის არავინ ეგ არ არის ძნელი მისახვედრი. დიადი მიზნებითაც ვერ შეფუთავენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შევედითო ვერ იტყვიან, თუ იმთავითვე ცხადი იქნება, რომ საჭირო ხმები ვერ გროვდება. კანტი კუნტად შებოდიალებული ოპოზიციონერები კი ივანიშვილსაც ფეხებზე კიდია. ბევრს ვნერვიულობთ და განვიცდით ყველა, მითუმეტეს, რომ დეტალები არ ვიცით. თუმცა, ჩემი აზრით თუ ოპოზიციის საკონტროლო პაკეტის მქონე ძალები ნამდვილად და გადაჭრით უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ივანიშვილის პროექტი ვერ შედგება. რამდენიმე კაცი/ქალი, ვინც შევა ივლის თავსლაფდასხმული და მისი პირადი პრობლემა იქნება ეს ნაბიჯი. ივანიშვილის პარლამენტს მაინც ვერაფერი გააპრავებს. ასე რომ, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის სავარაუდოდ. იმედია ხვალ და ზეგ უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე დღეს ვიცით” – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

ცნობისთვის, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდ შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ფასილიტატორი ელჩები ესწრებოდნენ.

იტვირთბა....