ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მმართველი კოალიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უჭერს მხარს

მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო. სხდომის შემდეგ კოალიციის პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ აცნობა ჟურნალისტებს:

“საპარლამენტო უმრავლესობის განწყობა მიმართულია იქეთკენ, რომ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ. ყველა პროცედურა გასავლელია. ვეცდებით, ეს მომავალი კვირის განმავლობაში მოვახერხოთ. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს სამკვირიანი ვადა აქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს კვაჭანტირაძემ და დასძინა, რომ კანდიდატურის პარლამენტში წარდგენის შემდეგ განხილვები ფრაქციებში, ასევე უმრავლესობასა და უმცირესობაშიც გაიმართება.

იტვირთბა....