„ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ამიტომაც გიზიარებთ… ძალიან კარგია თაფლი და რძე, ორივე მნიშვნელოვანი პროდუქტია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ორივეს შეუძლია ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს!!” – ამის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მამუჩიშვილი სისხლის გამათხელებლების მიღებასთან დაკავშირებით, ასევე თაფლისა და რძის ალერგიის შესახებ წერს.
“განსაკუთრებულ ალერგენთა სიაში, რომელთაც შეუძლიათ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ და ანაფილაქსია ისინი არ შედიან, ალერგიის კლინიკური გამოვლინების სიმძაფრე ამ პროდუქტების ჭარბი დოზირებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს!!! წუხელ მთელი ღამე ერთ პატარაზე ზრუნვაში გავატარე ონლაინ, რომელმაც ძილის წინ მიირთვა ცხელი რძე თაფლით და დაახლოებით 6 საათში განუვითარდა ატოპური დერმატიტი,რომელსაც დაერთო ცრუ კრუპი!!! გახსოვდეთ,რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს!!! 2 წლის ზემოთ შეიძლება 10-15გრამის(2 ჩ.კ) მიცემა კვირაში 3 ჯერ არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თაფლი, ის კარგავს თავის ღირებულოვანებას და ტოქსინად იქცევა, გაუხსენით გრილ სითხეში ნუ მისცემთ ძილის წინ, დღისით ჯობია.
აქვე დავწერ, კატეგორიულად გთხოვთ, არ მისცეთ ბავშვებს სისხლის გამათხელებლები (როგორც თქვენ მოიხსენიებთ) არავითარ შემთხვევაში, არც ასპირინი, არც კარდიომაგნილი, თუნდაც ძალიან მცირე დოზით (ერთერთი დედიკო აძლევდა 75 მგ კარდიომაგნილის 1/6-ს 3 წლის ბავშვს, სულზე მივასწარი ) ეს მომაკვდინებელი შეცდომაა. ეს მოკლედ, ღამის შთაბეჭდილებები. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, განსაკუთრებით დღეს, ეს სურვილი პირველთაგანია სურვილთა შორის” – წერს ინგა მამუჩიშვილი.