დიღმის მასივში ავარია მოხდა – ავტომობილი გაჩერებაზე მდგომ ქალს და 14 წლის მოზარდს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ორივე დაშავებულს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.