პრემიერმინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლებს ერთსა და იმავე გამოცდაზე მოუწევთ გასვლა, თუმცა განსხვავებული იქნება ზ
ზღვარი.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, იმ შემთხევაში თუ მენტორისთვისა დაწესებულ ზღვარს უფროსი მასწავლებელი გადალახავს, მას შეუძლია გამოიყენოს ქულა მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად.
„იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში“, – წერია დადგენილებაში, რომელოსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: