ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თვალებს ხშირად ეხება პირბადე, რაც ძალიან საშიშია, ეს ზრდის თუ არა დავირუსების რისკს დაცვის ნაცვლად?”- გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პირბადის ტარებაზე ეპიდემიოლოგების რეკომენდაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

გამზარდია სამედიცინო პირადის გამოყენების უკუჩვენებებსა და რისკებზე წერს.

გამზარდიას თქმით, იზრდება დაინფიცირების შანსი, როცა ადამიანს პირბადე თვალებზე ასდის, ანდა მალე უსველდება.

“მეტრონომი” არჩილ გამზარდიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“მოხელე-ეპიდემიოლოგები იძახიან, რომ ერთადერთი იმედია პირბადე. კი, ბატონო, მივყვეთ ლოგიკას. პირბადემ უნდა უზრუნველჰყოს ერთადერთი დაცვა. ისევ კი ბატონო. მე მაინტერესებს, ვინ ზომავს პირბადის ფაქტორის რისკებს?

1. სიცივეებში პირბადე მარტივად იორთქლება შიგნიდან. მე კვირაში ორ-სამჯერ თუ მაქვს გარე აქტივობა, ისიც ფრაგმენტული და 3-4 საათზე მეტს პირბადეს არ ვიტოვებ, მაგრამ არაერთ მოქალაქეს ბევრად მეტი აქტივობა აქვს, თუმცა დღეში 3-4 პირბადის შეძენის და გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს. პირბადე მალევე იორთქლება და სველდება პირისა და ცხვირის მიდამოებში. არის თუ არა ეს დამატებითი რისკ ფაქტორი?

2. სხვები არ ვიცი, მაგრამ მე პირბადე ხშირად ამდის თვალებთან, რაც ძალიან სარისკოა, შესაბამისად, ხელით ვიწევ ქვევით, მაქსიმალურად ვიცავ სიფრთხილეს, მაგრამ არც ეს ანტისეპტიკური საშუალებებია ყოვლისშემძლე და ბევრი სულაც ვერ ახერხებს, პირბადის გასწორებისას ყოველ ჯერზე ხელების დაბანას ან დამუშავებას. შესაბამისად, თვალებს ხშირად ეხება პირბადე, რაც როგორც ვიცი ძალიან საშიშია. ეს ზრდის თუ არა დავირუსების რისკს დაცვის ნაცვლად?

3. ისეთ გარემოში, სადაც ადამიანები ახლოს არ არიან, ღია სივრცეში, პირბადის ტარება უფრო ზრდის ჯანმრთელობის რისკ ფაქტორებს თუ ამცირებს?

ეს რაც შეეხება ჯანდაცვის თუ ვითომ დაცვის ნაწილს.

ისე, კი ზოგადად მაინტერესებს, არის თუ არა ცნობილი, დაახლოებით როგორია პირბადეების გაყიდვის სტატისტიკა? ვინ არის ძირითდი რეალიზატორი? ხომ არ იკვეთება რეალიზატორისა და ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების ინტერესები ერთმანეთში?

პირბადეების იქით კი უამრავი უმძიმესი ეპიზოდია კოვიდის მართვის ქართულ ჩინოვნიკურ თავისებურებებზე, ამაზე დღეს საღამოს გადაცემაში ვისაუბრებ. მანამდე კი ეს თემა მაინტერესებს,”- წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....