ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კოვაქს პლატფორმით კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს სახელმწიფოებრივი მოლაპარაკებაა”- ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენა „კოვაქს პლატფორმის” საშუალებით მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია და კერძო ბიზნესი მას ვერ შეისყიდის. ამის შესახებ ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, განსაზღვრულია ფასი და რაოდენობა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინის გადანაწილება მოხდება ქვეყნების მიხედვით.

„კოვაქს პლატფორმით” კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება, აქ განსაზღვრულია ფასი, რომლითაც ჩვენ გვეძლევა საშუალება საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინოთ ვაქცინა. ასევე განსაზღვრულია წილობრივად ყველა ქვეყანაზე, თუ რა ვაქცინის მოცულობის შეძენის საშუალება გვექნება. ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  სახელმწიფოს მზად აქვს იურიდიული კომპონენტები იმისთვის, რომ მოხდეს კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში შემოტანა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ  4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.

 

იტვირთბა....