“სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები პარტიის დანარჩენ ლიდერებს უბრალოდ ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება უკან ქვა, რომელიც არის სიმართლე. “გირჩი” არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს. ზოგადად, ვინც მე მიცნობს ყველამ იცის, რომ არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც არ ვაფასებ. ამ ნიადაგზე ყოფილ თანამშრომლებთან ხშირად მომდიოდა გაუგებრობები, რადგან არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც ვერ ვიტან.”
იაგო ხვიჩია – „გირჩის“ წევრი.
ამის შესახებ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.