“ღმერთმა დალოცოს ნიკა გვარამიას შვილები და ოჯახი. სიკეთე მისცეს მის ოჯახს და ყველა ოჯახი ქვეყანაში ღმერთმა დალოცოს” – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ “ფეისბუქ-ლაივის” დროს განაცხადა.
“მაგრამ ადამიანები საკუთარი თავით და საქციელით თავად გამოუტანენ განაჩენს. მინდა, კიდევ გავიმეორო: მე არასდროს არავინ დამიწყევლია და არც არავის დავწყევლი. მღვდელი ადამიანებს ლოცავს და ჩვენ ლოცვისთვის ვართ“ – ამბობს მამა შალვა.
ცნობისათვის, მამა შალვამ ქადაგებისასა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შესახებ იქადაგა, რასაც შემდეგ თავად გვარამია გამოეხმაურა.