ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ავადმყოფია… შვილები დამიწყევლა” – მამა შალვამ ნიკა გვარამიას შესახებ ქადაგებისას ისაუბრა

„ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს, სულ ახალგაზრდები კვდებიან, ჩვენ გვარში კაცი არ დარჩა. გამოიკვლიე კარგად და მიხვდები, შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს – როგორც ახლა ამ ბიჭმა გააკეთა, როგორც ეს გვარამიები აკეთებენ გადაცემებს, როგორ შეიძლება ამათმა გვარმა გაიხაროს. კი არ ვწყევლი, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით“ – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა.

სასულიერო პურის ამ ქადაგებას  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა:

„ავადმყოფია ეს ფეშენისტა მღვდელი. მაქმანებში და მანებში გამოკვართული ბოროტი ქუაბავაზაკი. შვილები დამიწყევლა ამ თხაწვერა ახვარმა“, – დაწერა გვარამიამ სოცქსელში.

იტვირთბა....