ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები ძველ ცხოვრებას აღარ უნდა დავუბრუნდეთ. ამის შესახებ ტედროს ადანომ გებრეისუსი სოციალურ ქსელში წერს.
ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მსოფლიომ აქამდეც არაერთი პანდემია გამოიარა და ამასაც გადალახავს, თუმცა, ძველ ცხოვრებას აღარ უნდა დავუბრუნდეთ.
“ჩვენ აღარ უნდა დავუბრუნდეთ:
– წარმოებისა და მოხმარების ექსპლუატაციურ მოდელს
– უგულველყოფა იმ პლანეტის, სადაც ვცხოვრობდით
– პანიკისა და უგულვებელყოფის ციკლს
– ურთიერთგამყოფი პოლიტიკა, რამაც გააღვივა ეს პანდემია”, – წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი “ტვიტერზე”.