“ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია პოზიციიც ეცვლას არ აპირებს და “ქართულ ოცნებას” დათმობაზე წასვლა მოუწევს.ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მელია აღნიშნავს, თავად მმართველ გუნდშიც კარგად ხედავენ რეალობას და იციან, რომ მათ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნეს.
“ოცნებას, როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა. ისინიც კი უსწორებენ რეალობას თვალს. რა გგონიათ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნეს? უბრალოდ საჯაროდ, თქვენი თანდასწრებით ამის აღიარება არ უნდათ იმიტომ, რომ რაღაცა ციური მანანას იმედი აქვთ და ჰგონიათ, რომ თავისით გადაწყდება და მოხდება ამ პრობლემის მოგვარება”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, “თუ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდა, ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს მორიგ შეხვედრას მართავენ. დღევანდელი შეკრების მიზანი ხელისუფლებასთან შეხვედრამდე ოპოზიციური პარტიების საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაა.