მაროკოული წარმოშობის ბელგიელი, რომელიც, შესაძლოა, პარიზის თავდახმებთან იყოს დაკავშირებული, სამხრეთ თურქეთის ქალაქ ანტალიაში დააკავეს – იუწყება “ალ-ჯაზირა” თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
26 წლის აჰმად დამანი ამსტერდამიდან თურქეთში 14 ნოემბერს ჩავიდა. ის ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.
თურქეთის სამთავრობო წყარომ “ალ-ჯაზირას” ინკოგნიტოდ აცნობა, რომ დამანი იმ საეჭვი პირთა სიაში არ ყოფილა, რაც ბელგიამ თურქეთს მიაწოდა, ამიტომ მოახერხა მან ქვეყანაში შეღწევა. ცნობილია ისიც, რომ ეჭვმიტანილი დღეს თურქეთის პროკურატურამ დაკითხა.