კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაზე პოსტს წერს, სადაც განმარტავს, თუ რატომ ვერ ხვდებიან კოვიდინფიცირებული პაციენტები კლინიკებში.
როგორც ოქიტაშვილი წერს, ქვეყანაში არსებული საავადმყოფოების 85% წინა ხელისუფლების წარმომადგენლების საკუთრებაშია და ისინი პაციენტებს არ იღებენ კლინიკაში მოსათავსებლად.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრს ებრძვიან “ბინძური ხერხებით.”
“მეტრონომი” ოქიტაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“აბა ეხლა კარგად მომისმინეთ ნაც-მწამებლებო და დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულო საბოტაჟნიკებო. მივმართავ საზოგადოებას და მსურს გაიგონ სიმართლე, თუ რა ხდება სინამდვილეში ჯანდაცვაში და ვინ ებრძვის ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს და მის გუნდს. რა ხდება სინამდვილეში და ვინ ებრძვის მინისტრს? (მე არავის ადვოკატი არ ვარ და არც გამოვდგები).
– 400 კერძო სავადმყოფო 85% ამ საავადყოფოებისა საქართველოში კერძო საკუთრებაშია, მათ ეს საავადმყოფოები მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიგდეს ხელში, რომლებიც დღეს საბოტაჟს უწყობენ ჩვენს ქვეყანას და კოვიდით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებს. კერძოდ სავადმყოფოს მეპატრონეები არ უშვებენ სავადმყოფოში კოვიდ იმფიცირებულებს! აი ამ მაფიას ებრძვის დღეს ტიკარაძე, ამ მაფიას არ აწყობს ტიკარაძე. ყველანაირ სიბინძურით დაუწყეს ბრძოლა. აი, ამიტომაც არ არის ვითომ ადგილები. სავადმყოფოებში.
სახელმწიფოს არ გაჩნია მისი სავადმყოფო, მსგავსიც კი არსად არ ხდება მსოფლიოში. ეს არის ყველაფრის თავი და თავი რაც ხდება და ეს მოცემულობა ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დროს მოხდა.
მივმართავ გენერალურ პროკურატურას, სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ 2003 – დან დღემდე თუ როგორ ჩაიგდეს და რა პრინციპით მოხდა საქართველოში სავადმყოფოების და პოლიკლინიკების პრივატიზაცია, რომლის 85 პროცენტის ფლობელები არიან ნაც-მწამებლები.
დაიცავით ქალბატონი ეკატერინე და მისი გუნდი იმ საფრთხისგან, რომელ მაფიასაც ქალბატონი ეკატერინე და მისი გუნდი დაუპირისპირდა.
არავინ არ იძახის, რომ არ არის პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემების თავი და თავი არის ის მაფია, რომელიც დღემდე მართავს კულუარულად საქართველოს ჯანდაცვას,”- წერს სოციალურ ქსელსი დავით ოქიტაშვილი.
ცნობისთვის, კორონავირუსის მართვაში პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს აკრიტიკებს. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ პრემიერ-მინისტრმა ტიკარაძის გადაყენება მოითხოვა.