ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით “ევექსის”კლინიკების ორი მედიკოსი გარდაიცვალა

ახალი ტიპის კორონავირუსით “ევექსის” კლინიკების მედპერსონალის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. ისინი მუშაობდნენ როგორც თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე – ახალციხის კლინიკებში.

ერთი გარდაცვლილი 70 წლის სონია გელიაზაროვია, რომელიც 20 ოქტომბრიდან მკურნალობას კლინიკა “ლანცეტში” გადიოდა.  მას ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები – გულთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმებმა კოლეგების გადარჩენა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება ამავე ქსელის გარდაცვლილ მეორე მედიკოსს, ის 65 წლის ამბროსი მოდებაძეა. იგი მკურნალობას ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადიოდა. მას COVID-19 დაახლოებით 20 დღის წინ დაუდასტურდა. ასევე აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები, ასევე იყო ონკოპაციენტი.

იტვირთბა....