ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია ორ კვირაში დაიწყება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ორ კვირაში გახდება. ინფორმაციას სამეფოს მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მარეგულირებელი სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოში აცხაებენ, რომ ვაქცინაციის შედეგად 2021 წელს იპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება.

„ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ ახალი ამბავი დამაიმედებელია. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს დიდი ოპტიმიზმით შევხვდებით. ვაქცინაცია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, მომავალი კვირიდან ინგლისის 50 სამედიცინო ცენტრში მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყება.

რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ  4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.

იტვირთბა....